კატა წვიმაში

სასტუმროში მხოლოდ ორი ამერიკელი ცხოვრობდა. არც კი იცნობდნენ მათ გვერდით კიბეებზე ჩამავალ ხალხს, რომელიც ოთახისკენ მიმავალ გზაზე ხვდებოდა. მეორე სართულზე განთავსებულ ოთახში ბინადრობდნენ, რომლის ხედი ზღვას, სასტუმროს ბაღსა და ომის ქანდაკებას  გადაჰყურებდა. ბაღში უზარმაზარი პალმები ხარობდა, მათ ქვეშ  სკამები განეთავსებინათ. კარგ ამინდში ყოველთვის ხვდებოდნენ პალიტრიან მხატვარს. როგორც ჩანს მოხიბლული იყო პალმებით, ბაღებისა და ზღვის ხედისკენ მომზირალი სასტუმროების ნათელი ფერებით. შორი გზიდან მომავალი იტალიელები ომის ქანდაკებას ნახვას ეშურებოდნენ. ქანდაკება ბრინჯაოსგან დაემზადებინათ და წვიმის წვეთებისგან დასველებული, ერთიანად ელვარებდა.

წვიმდა.  წვიმის წვეთები ჟრიამულით მოუყვებოდნენ პალმის ფოთლებს და მიწაზე ჟრიამულით ეცემოდნენ. ბაღში წვიმის გუბურები იდგა. ზღვა შფოთავდა, ნაპირისკენ იწევდა, შემდეგ ისევ უკან იხევდა და გაორაგებული ძალით ეხეთქებოდა წინ.  ომის ქანდაკების წინ მდგომი ავტომანქანებს მოედანი გაენთავისუფლებინათ, სადღაც გამქრალიყვნენ. მოედნის პირისპირ მდებარე კაფეში კი… ფანჯარასთან ატუზული მიმტანი წვიმაში დაცარიელებულ მოედანს გასცქეროდა.

ამერიკელის ცოლიც ფანჯრიდან იმზირებოდა.  გარეთ, სწორედ მათ ფანჯარასთან, წვიმით გაწუწული მწვანე მაგიდებს ქვეშ კატა შემძვრალიყო და საცოდავად ცდილობდა გაწუწვისგან თავის დაეცვა.

„ ქვევით ჩავალ და ფისოს ამოვიყვან“ – უცებ გადაწყვიტა ამერიკელის ცოლმა.

„მოდი მე ჩავალ“– საწოლიდანვე შესთავაზა ქმარმა.

„არა, შენ დარჩი, მე თვითონ მივხედავ. საწყალი ფისო, მაგიდისთვის შეუფარებია თავი, რომ არ გაიწუწოს“.

ქმარმა კითხვა განაგრძო, მოხერხებულად იყო მოკალათებული საწოლში, ორივე ბალიში გარშემო შემოეწყო მისაყრდნობად.

„არ დასველდე“– სიტყვა დააწია ცოლს.

ცოლმა კიბეები ჩაირბინა. სასტუმროს მეპატრონე წამოდგა და თავი დაკვრით მიესალმა. მისი სამუშაო მაგიდა მოშორებულ ადგილას იდგა. მაღალი და ტანადი ხანშიშესული მამაკაცი გახლდათ.

„გამარჯობათ“– მიესალმა ქალი, მას მოსწონდა სასტუმროს მეპატრონე.

‘მოგესალმებით სინიორინა, საშინელი ამინდია გარეთ“–  ოთახის სიღრმეში მდგომი სამუშაო მაგიდის უკან აიტუზა. ამერიკელის ცოლსაც მართლაც რომ მოსწონდა იგი.  საოცრად ხიბლავდა მისი ჟესტი, სერიოზული სახით რომ ღებულობდა კომპლიმენტებს. მოხიბლული იყო მისი გრაციოზულობითა და ღირსეულობით, განსაკუთრებით სწორედ მისდამი გამოჩენილი თავაზიანობით. ასევე მოსწონდა, მეპატრონის დამოკიდებულება სასტუმროს და თავისი, როგორც სასტუმროს მთავარი ადმინისტრატორის მოვალეობის შეგრძნება, უკვე სიბერე შეპარული, ცხოვრებისგან დამძიმებული სახე და დიდი ხელები.

მასზე ფიქრებში წასულმა ქალმა, კარი გააღო და გარეთ გაიხედა. კოკისპირულად წვიმდა. საწვიმურში გამოწყობილმა კაცმა დაცარიელებული მოედანი გადმოჭრა და კაფისკენ გამოეშურა. კატაც სადღაც იქვე უნდა ყოფილიყო.  ფოთლების ქვეშ გავლა შესაძლებელი იყო და ის–ის იყო ქალი გასასვლელად გაემართა, რომ ზურგს უკან ქოლგა გაიხსნა.  მოახლემ, რომელიც მათ ოთახს უვლიდა,  თავაზიანად, მაგრამ იტალიურად  მიმართა:

„თქვენი დასველება არ შეიძლება“ – და გაუღიმა.  რა თქმა უნდა სასტუმროს მეპატრონის გამოგზავნილი იყო.

ქალი ქოლგიან მოახლესთან ერთად გაივდა გარეთ , გაუარა  ქვის ბილიკი ვიდრე  საკუთარი ოთახის ფანჯრის ქვეშ არ მივიდა. მაგიდა ადგილზე დახვდა, წვიმას მტვერი გადაერეცხა და მწვანედ ელვარებდა, კატა კი არსად ჩანდა. ქალი სასოწარკვეთილებამ მოიცვა, იმედი გაუცრუვდა. მოახლემ შეხედა:

–         რამე დაკარგეთ სინიორა?

–         კატა.

–         კატა?

–         დიახ, დიახ.

–         კატაო ამბობთ?– მოახლემ გადაიკისკისა – კატა წვიმაში?

–         დიახ– მიუგო ამერიკელმა,–მაგიდის ქვეშ იყო შემძრალი. როგორ მინდოდა, გულით მსურდა კნუტი მყოლოდა.

ვიდრე ქალი ინგლისურად საუბრობდა, მოახლეს სახეზე მკაცრი იერი გადაეფინა.

–         წამობრძანდით სინიორა, უკან უნდა დაბრუნდეთ, თორემ ერთიანად დასველდებით.

–         ვფიქრობ, მართალი ბრზანდებით– მიუგო ამერიკელმა.

ქვის ბილიკებს უკანვე გამოუჰყვნენ და შიგნით შევიდნენ. ქოლგის დასაკეცად, მოახლე მცირე ხნით გარეთ შეყოვნდა. ამერიკელის ცოლმა, ცაუარა თუ არა სასტუმროს მეპატრონის კაბინეტს, ეს უკანასკნელიც ფეხზე წამოიმართა და თავაზიანად დაუკრა თავი.ქალმა მცირედი სითბო, განსაკუთრებულობის შეგრძნება დაეუფლა, თითქოს მასზე მნისვნელოვანი იმ წუთისთვის არავინ და არაფერი არსებობდა ამქვეყნად. კიბეებს აუყვა. ოთახის კარები შეაღო. ჯორჯი კვლავ საწოლზე იწვა და კითხულობდა.

–         რაო? მპიყვანე კატა? – ჰკითხა ქმარმა და წიგნი გვერდზე გადადო.

–         წასული დამხვდა.

–         ნეტავ სად უნდა წასულიყო?– უგულოდ იკითხა, როგორც ჩანს დიდად არ ენაღვლებოდა, უბრალოდ თვალებს ასვენებდა კითხვისგან.

ქალი საწოლზე ჩამოჯდა.

–         არადა როგორ მინდოდა, გულით მსურდა ის საწყალი კნუტი ჩემი გამხდარიყო, არც კი ვიცი რატომ მინდოდა ასე ძალიან, მაგრამ… სახალისო სულაც არ უნდა იყოს კატად ყოფნა, მით უფრო ასეთ წვიმაში.

ჯორჯი კვლავ წიგნს კითხულობდა.

ქალი ადგა, ტრილიაჟის სარკის წინ დაჯდა, ყურადღებით ათვალიერებდა საკუთარ თავს ხელის სარკით. გულდასმით შეისწავლა პროფილი, ჯერ ერთი მხარე, შემდეგ მეორე.  მერე შემოტრიალდა და კეფას  ად კისერს დაუწყო დათვალიერება.

–         როგორ ფიქრობ, ხომ არ აჯობებდა, თმა რომ გმეზარდა?– ჰკითხა ქმარს, ისე რომ თვალი არ მოუცილებია საკუთარი პროფილისათვის.

ჯორჯმა კითხვა შესწყვიტა, , ქალის კისერს შეხედა, რომლის უკანა მხარეს თმები ბიჭივით იყო აჭრილი.

–         მე მომწონს შენი ეს ვარცხნილობა.

–         ხომ, მაგრამ დავიღალე – უპასუხა ქალმა – დამღალა ბიჭის იერმა.

ჯორჯმა პოზა შეიცვალა საწოლზე. მთელი მათი საუბრის განმავლობაში, ქალისთვის თვალებში არ შეუხედავს.

–         ძალიან მომხიბლველად გამოიყურები – უთხრა მან.

ქალმა სარკე ტრილიაჟზე დადო, ფანჯარასთან მივიდა და შორს ჰორიზონტს გახედა. ბინდდებოდა.

–         მინდა შემეძლოს თმის უკან გადავარცხნა, ერთად შეკვრა და მსხვილი ნაწნავის კისერზე შეხების შეგრძნება – მოულოდნელად ალაპარაკდა ქალი– მინდა მყავდეს პატარა კატა, რომელსაც მუხლებზე დავისვავ და ხელს გადავუსვავ, მოვესიყვარულები. გარდერობის განახლებაც მინდა.

–         კარგი, რა გეყოფა, საქმე თუ არ გაქვს, რამე აიღე წასაკითხად, გაერთობი. – ჯორჯი კვლავ წიგნს მიუბრუნდა.

–         ცოლი ჰორიზონტს გასცქეროდა, კუპრივით ბნელი ღამე იყო და პალმის ხეებს კვლავ აწვიმდა.

–         სულერთია, მინდა მყავდეს კატა – გადაჭრით თქვა ქალმა,– კატა მინდა, თანაც ახლავე. თუ თმის გაზრდა და გართობა არ შემიძლია, ხომ შეიძლება კატა მაინც რომ ვიყოლიო?

ჯორჯი არ უსმენდა, წიგნს ჩასჩერებოდა. ქალი ფანჯრიდან იმზირებოდა, სადღაც მოედნის შუაგულს ნათურა ანათებდა.

ვიღაცამ კარებზე დააკაკუნა.

–მობრძანდით– გასძახა ჯორჯმა და კითხვა წამით შეწყვიტა.

ზღურბლთან მოახლე იდგა, ხელში უზარმაზარ ჯავშანში გახვეული კატა ეჭირა. მაგრად ჩაეხუტა, თითქოს ეშინოდა, არ გაქცეოდა.

–         ბოდიშს ვიხდი, სასტუმროს მეპატრონემ ქალბატონტან გამომატანა.

.

ე. ჰემინგუეი

ისრის მიმართულებით – პაოლო კოელიო

გაგრძელება

მშვილდისრის მართვა

შეინარჩუნე სიმშვიდე და ღრმად ისუნთქე, მოკავშირეები ყოველ შენს ნაბიჯს, ქმედებას აკვირდებიან და შეუმჩნეველი არაფერი დარჩებათ, ისინი საჭიროებისათანავე მხარში ამოგიდგებიან. მაგრამ გახსოვდეს,  რომ შენს ოპონენტსაც თვალი უჭირავს შენზე, მან კარგად იცის, თუ როგორ უნდა განასხვაოს თვადაჯერებული ხელის მიერ მშვილდის ჭერას მერყევისა და სწავლების გზას შემდგარი მეისრისგან. ემოციის გასაფანტად და კონცენტრაციის მობილიზებაში ღრმად სუნთქვა დაგეხმარება. ასე შესძლებ აკონტროლო თითოეული ნაბიჯი. როდესაც მშვილდისარს დაიჭერ, თავისუფლად დაეუფლე, სხეულის წინ დაიჭირე და გონებაში ყველა იმ ეტაპს მოუხმე, რომელიც კი ამ სანუკვარი გასროლისთვის მზადებისას გაიარე.

გახსოვდეს, ნუ აჰყვები ემოციებს, სხვანაირად უბრალოდ წარმოუდგენელია ყველა აუცილებელ წესს მოუყარო თავი და ცივი გონებით გაანალიზო ყველა სათუთი მომენტი, რომელიც კი კონკრეტული ნაბიჯის გადადგმისას გვხდებოდა, შესაბამისად წარმოქმნილი დაბრკოლების გადაჭრის გზის მონახვაც გაგიჭირდება სხვანაირად.

მხოლოდ ასე შესძლებ გამნტკიცდე, დარწმუნდე საკუთარ ძალებში, მხოლოდ ასე შეწტყვეტს გასროლის მოლოდინში მყოფი ხელი კანკალს. Continue reading

პაოლო კოელიო- ისრის მიმართულებით

გაგრძელება…

მდებარეობის შერჩევა (პოზირება)

მას შემდეგ, რაც მშვილდისრის ბუნებას გაიზრებ და დაეუფლები , დროა საკუთარ თავში ეძებო ის სულიერი სიმშვიდე და შნო, რომელიც აუცილებელია სროლის შესწავლისთვის.

სულიერი სიმშვიდე ყოველთვის გულიდან მოედინება, რომელსაც პერიოდულად  შფოთი და მოუსვენრობა ეუფლება. მიუხედავად ამისა, ნუ აჰყვები გულის დაბუდებულ შიშს და  გახსოვდეს, რომ მდებარეობის სწორად შერჩევა შენი წარმატების გარანტი იქნება. Continue reading

ისრის მიმართულებით -პაოლო კოელიო (გაგრძელება)

სამიზნე – თავი 4

სამიზნე – ეს შენი მიზანი, რომლის მირწევასაც მიესწრაფვი.

იგი მეისრეს მიერ შეირჩა  და რას არ უნდა გრძელი გზა აშორებდეს მიზანს, მისი დადანაშაულება დაუშვებელია თუ კი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდება. სწორედ ამაში იმალება ისრის მიმართულების მთელი მშვენიერება. ვერასოდეს გაიმართლებ თავს, მხოლოდ იმის მტკიცებით, რომ ოპონენტი შენზე ძლიერი იყო. ნუ დაგავიწყდება, მიზანი შენვე შეარჩიე და ახლა მასთან გამკლავება, მხოლოდ შენი პასუხისმგებლობაა. Continue reading

პაოლო კოელიო – ისრის მიმართულებით (გაგრძელება)

ისარი – თავი 3

ისარი – ეს შენი გულისთქმაა.

სწორედ იგი მიიზიდავს მშვილდის ძალას სამიზნის ცენტრთან.

გულისთქმა კრისტალივით სისუფთავეს, სწორ მიმართულებას და ბალანსირებას მოითხოვს. ისარს ვერასოდეს დააბრუნებ უკან, თუკი უკვე გაისროლე. ამიტომ უმჯობესია სროლა შეწყვიტო, თუ მისი გამომწვევი მოქმედება ზედმიწევნით გათვლილი და სწორი არ არის თუნდაც იმისთვის, რომ მშვილდი მომართული გქონდა, ხოლო სამიზნე კი გელოდებოდა.

მაგრამ არასოდეს დაიხიო უკან,  თუკი შენი ქმედება შიშის ფაქტორით არის გამოწვეული,  დაყოვნებით, რომელიც შეცდომის დაშვებას უფრთის.  თუ სწორად იმოქმედე და ეინასწარ გათვალე, თავისუფლად გაშალე ხელი და გაანტავისუფლე ისარი ტვყეობიდან. და თუ ისარს მიზანში მაინც ვერ მოარტყავ, ნუ შეფიქრიანდები, იმას მაინც ისწავლი, თუ რაზე  უნდა იმუშავო და  გააუმჯობესო შემდეგი სროლისთვის.

თუ რისკს არასოდეს აიღებმ ვერც ვერასოდეს ისწავლი, რა ცვლილებების განხორციელება გჭირდება მიზანში ამოღებისთვის. Continue reading

პაოლო კოელიო– ისრის მიმართულებით

მშვილდი – თავი 2

მშვილდი იგივე ცხოვრებაა: ყოველი ენერგიის წყარო.

ისარი ერთ დღესაც დატოვებს სამყოფელს.

მიზნამდე გრძელი გზა გაშორებს.

მაგრამ მშვილდი ყოველთვის შენთან არის და უნდა იცოდე, როგორ გაუფრთხილდე.

პერიოდულად უმოქმედობას მოითხოვს- მშვილდი, რომელიც მუდმივად შემართულია და დაჭიმული – ძალას კარგავს. ამიტომაც, დაასვენე ხოლმე, აღადგინე მისი სიმტკიცე, მხოლოდ ამის შემდეგ, როდესაც მშვილდის სიმს მოქაჩავს, გაძლიერებული და შინაარსით სავსე მშვილდიც სრული სიძლიერით მიიტანს შეტევას სამიზნეზე. Continue reading