მხატვრები, რომლებმაც ეპოქა შექმნეს

”კივილი” – ედუარდ მუნკიPosted on ივნისი 6, 2010 by njinjolava

 “ ჩვენ გვჭირდება გაცილებით უფრო მეტი, ვიდრე ბუნებრივის უბრალო ასახვა. ჩვენი ნახატები მხოლოდ ლამაზ სურათს როდი უნდა წარმოადგენდეს, რომელსაც უბრალოდ სასადილო ოთახში საჩვენებლად დაჰკიდებენ. ჩვენ უნდა შევქმნათ,  თუ არადა საძირკველი მაინც უნდა ჩავუყაროთ ხელოვნებას, რომელიც კაცობრიობისთვის ღირებულების მატარებელი იქნება. ხელოვნება, რომელიც ატყვევებს და იზიდავს, რომელიც ხელოვანის წრფელი გრძნობით შეიქმნება”… (ე.მ)

ამ სიტყვების ავტორს, ედუარდ მუნკს ეკუთვნის მსოფლიოში კარგად ცნობილი, განსჯილი და მრავალთა თავსატეხის საგნად ქცეული ნახატი ”კივილი”.  ამ ბოლო დროს არა ერთხელ მომხვედრია ეს ნახატი თვალში და სიმართლე გითხრათ, ვნახე თუ არა, საოცრად დამატყვევა.  ნახატის უკან უამრავი ემოცია ჩანს, სასოწარკვეთის, შიშის (ჩემში ამ ემოციებს იწვევს) და თანაც ეს ყველაფერი აალებული ცის ფონზე.  საინტერესო ჩანაწერი აღმოჩენილ იქნა თვითონ მხატვრის, ედუარდ მუნკის დღიურში, რომელიც გამოხატავს შთაგონების წყაროს:  

” ჩემს ორ მეგობართან ერთად ბილიკს მივუყვებოდი – მზე ჩადიოდა- უეცრად ცა სისხლისფრად აელვარდა- შევყოვნდი, ავღელდი და ღობეს მივეყრდენი –  ლურჯსა და შავ ფერებში გამოსახული ფიორი და ქალაქი სისხლსა და ცეცხლის ალში გახვეულიყო- ჩემმა მეგობრებმა გზა განაგრძეს, მე კი მღელვარებისგან აცახცახებული ფეხს ვერ ვიცვლიდი- და შევიგრძენი ბუნების უსასრულო კივილი.”

                                                                                               ედუარდ მუნკი- 1892

ნახატი 1893- 1910 წლებით თარიღდება. მიუხედავად მუნკის ამ ჩანაწერებისა, გაჩნდა სხვადასხვა მოსაზრება ნახატის შექმნისა და შთაგონების წყაროს შესახებ.

ერთ-ერთი თეორიის თანახმად, უკანა ფონად აალებული  ცის გამოსახვა დაკავშირებულია 1883 წელს მძლავრი ვულკანის კრაკატოას აფეთქებასთან. ვულკანის აფეთქება იმდენად ძლიერი ყოფილა, რომ შეერთებული შტატების აღმოსავლეთით უმეტეს ნაწილში ცა საკმაოდ დიდხანს ინარჩუნებდა წითელ ფერს, მათ შორის ევროპასა და აზიაში 1883 წლის ნოემბრიდან მოყოლებული 1884 წლის თებერვლის შუა რიცხვებამდე. მოსაზრების თანახმად, აალებულმა ცამ, მისცა მუნკს შთაგონება, მაგრამ ეს ვერსია საკმაოდ მალე უგუვებელჰყვეს მეცნიერთა იმ ფრთის წარმომადგენლებმა, რომლებიც მუნკის შემოქმედებას ემოციური დატვირთვის მატარებლად მიიმჩნევენ. შთაგონების წყაროს ალტერნატიულ ვერსიად განიხილებოდა დახატვის ადგილთან, ფსიქიატრიული საავადმყოფოსა და ხორცის გადამამუშავებელი ქარხნის სიახლოვეც.

სურათში ასახული პეიზაჟი წარტმოადგენს ოსლოს ხედს გზიდან, რომელიც ეკერბერგის გორიდან იშლება. ნახატის შექმნის დროს, მუნკის ფსიქიურად ავადმყოფი და სწორედ რომ ეკერბერგის გორასთან მდებარე ფსიქიატრიულში მკურნალობდა.

1978 წელს, მუნკის ნამუშევრების შემსწავლელმა ხელოვნებათმცოდნემ რობერტ როზენბლუმმა ახალი ვერსია წამოაყენა, რომლის მიხედვითაც სურათზე გამოსახული უსქესო არსება შეიქმნა პერუელი მუმიის შთაგონებით, რომელიც მუნკს 1889 წელს პარიზში გამოფენაზე უნახავს. მოგვიანბეით, მუმიის ვერსიით სპეკულირება  სცადა იტალიელმა ანტროპოლისტმა, რომლიც ამტკიცებდა, რომ მუნკმა მუმია ფლორენციის მუზეუმში ნახაო.  

ასე იყო თუ ისე, ედუარდ მუნკმა ”კივილის” რამოდენიმე ვერსია შექმნა სხვადასხვა მედიისათვის. აქედან ორი, რომელიც მუნკის მუზეუმში ინახება ზეთის საღებავებითაა შესრულებული, ერთი კი პასტელით. ნორვეგიის ეროვნულ მუზეუმში ინახება 1893 წელს შექმნილი ვერსია, ხოლო მეოთხე პასტელით შესრულებული წარმოადგენს ნორვეგიელი ბიზნესმენის საკუთრებას. მუნკმა ნახატის ლოთოგრაფია შექმნა 1895 წელს.

1994 წელს ეროვნულ გალერეაში დაცული ტილო მოიპარეს. რამოდენიმე თვე დასჭრიდა მის მოძიებას. 2004 წელს, მუნკის ნახატი მადონა და ”კივილი” კვლავ მძარჩველებს ჩაუვარდათ ხელში, მხოლოდ ამჯერად მუნკის მუზეუმიდან.  2 წლიანი ძიების შემდგე, ნახატები თავის კუთვნილ ადგილს დაუბრუნეს, მაგრამ სერიოზული დაზიანებებით, ”კივილი” დღემდე ატარებს ძარცვისას დარჩენილ ”დაღს” .

როგორ აღიქვავენ სურათს? -თვირწმენის ნგრევა, სულიერი დისკომფორტი

”კივილში” გამოსახულ სამყაროს, ემოციებს უკავშირებენ ადამიანის დეპრესიულ მდგომარეობას, როდესაც თვითწრმენა, საკუთარი სულიერი სამყარო ნგრევისა და განადგურების პირასაა. ნახატში გამოსახულიპესონაჟი გამოხატავს ტკივილს და აგონიას, რომელიც გამიოწვეულია სულიერი, ნერვოზული ავადმყოფობით.

პარადოქსია ალბათ, რომ მიუხედავად სურათში გამოსახული ტკივილისა და სულიაერი გაუწონასწორობლობისა, იგი ხშირად სარეკლამო კამპანიის შემადგენელი, ზოგეჯრ ცინიზმით აღსავსე, ნაწილიც გამხდარა. მაგალითად: ამ სურათით დამშვენებული პოსტერები თავად პრეზიდენტ ბუშსაც (უფროსი ჯორჯ ბუში) კი არ ასცდენია.

პ.ს და ბოლოს, ალბათ სამართლიანი იქნება თუ ორიოდე სიტყვას ვიტყვით ბურუსითა და სკანდალით, ტკივილითა და გამოცანებით მოცული ქმნილების ავტორზე, ედუარდ მუნკზე.  ნორვეგიელი, პოპულარული მხატვარი, ლითოგრაფიკოსი, ხეზე მოქანდაკე დაიბადა 1863 წელს.  მისმა შემოქმედებამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა გერმანულ და ცენტრალურლი ევროპის ექსპრესიონიზმე. მის ტკივილით სავსე შემოქმედებაში ასახულია ეპოქაში მიმდინარე გარდატეხები, კონფლიქტები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხელოვანის ბედნიერებას მოკლებული ცხოვრება. ბავშვობის დროინდელი ტრაგედია, ინტენსიური და დრამატიზმით სავსე სასიყვარულო ისტორიები, ლოთობა და უმიზნო ხეტიალი კარგად იკითხება მის ნახატებში, განსაკუთრებით ”ავადმყოფი ბავშვი”. ”კივილი,” და ”ვამპირი”. ამავდროულად მხატვარი კაგრად გამოხატავს საკუთარ სოციალურ ცნობადობას და შეგნებას, საკუთარ შემოქმედებაში იგი ღიად აშიშვლებს კაცობრიობის მანკიერ მხარეებს.

ედუარდ მუნკმა ცნობადობა ერთ ღამეში მოიხვეჭა, ეს მოხდა გერმანიაში, როდესაც მისი ნახატების გამოფენად ბერლინის გამოფენაზე 1892 წელს, გამოიწვია თვით გამოფენის დახურვა. იგი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა გერმანიაში მრავალი წლის განმავლობაში და შესაბამისად დიდი გავლენა მოახდინა გერმანულ მხატვრობაზე. ედუარდ მუნკი გარდაიცვალა 1944 წელს.

….

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s