ისრის მიმართულებით – პაოლო კოელიო


გაგრძელება

მშვილდისრის მართვა

შეინარჩუნე სიმშვიდე და ღრმად ისუნთქე, მოკავშირეები ყოველ შენს ნაბიჯს, ქმედებას აკვირდებიან და შეუმჩნეველი არაფერი დარჩებათ, ისინი საჭიროებისათანავე მხარში ამოგიდგებიან. მაგრამ გახსოვდეს,  რომ შენს ოპონენტსაც თვალი უჭირავს შენზე, მან კარგად იცის, თუ როგორ უნდა განასხვაოს თვადაჯერებული ხელის მიერ მშვილდის ჭერას მერყევისა და სწავლების გზას შემდგარი მეისრისგან. ემოციის გასაფანტად და კონცენტრაციის მობილიზებაში ღრმად სუნთქვა დაგეხმარება. ასე შესძლებ აკონტროლო თითოეული ნაბიჯი. როდესაც მშვილდისარს დაიჭერ, თავისუფლად დაეუფლე, სხეულის წინ დაიჭირე და გონებაში ყველა იმ ეტაპს მოუხმე, რომელიც კი ამ სანუკვარი გასროლისთვის მზადებისას გაიარე.

გახსოვდეს, ნუ აჰყვები ემოციებს, სხვანაირად უბრალოდ წარმოუდგენელია ყველა აუცილებელ წესს მოუყარო თავი და ცივი გონებით გაანალიზო ყველა სათუთი მომენტი, რომელიც კი კონკრეტული ნაბიჯის გადადგმისას გვხდებოდა, შესაბამისად წარმოქმნილი დაბრკოლების გადაჭრის გზის მონახვაც გაგიჭირდება სხვანაირად.

მხოლოდ ასე შესძლებ გამნტკიცდე, დარწმუნდე საკუთარ ძალებში, მხოლოდ ასე შეწტყვეტს გასროლის მოლოდინში მყოფი ხელი კანკალს.

მშვილდისრის სიმი

მშვილდი მუსიკალური ინსტრუმენტია, მის მიერ გამოცემული ხმა სიმში გამოსახული მანიფესტია.

მშვილდისრისათვის სიმი მნიშვნელოვანი ნაწილია. მართალია, ისარი სიმს მხოლოდ ერთ წერტილში კვეთს და ეხება, მაგრამ სწორედ ამ შეთანხმების წერტილის სწორად განსაზღვრაზეა მიმართული მეისრის ყურადღება და გამოცდილება.

თუკი ისარი სიმიდან ოდნავ მარჯვნივ ან მარცხნივაა გადახრილი, ან გასროლის ხაზიდან მცირედაა დაშორებული ზემო ან ქვემო მიმართულებით, მისი გზა განწირულია, იგი ვერასდროს მიაღწევს მიზანს.

ამიტომაც, მშვილდისრის სიმის მოზიდვა , მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრას ჰგავს.

მუსიკაში დრო გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე სივრცე; ხაზზე განლაგებული ნოტების ჯგუფი ყოველგვარ აზრს მოკლებულია, თუკი მას ადამიანი არ წაიკითხავს და დაუვიწყარ ჰანგებსა და რითმში არ გადარქმნის.

ისევე როგორხ მეისრე სამიზნის არსებობას ამართლებს, ისარი მშვილდისრის არსებობის არსს წარმოადგენს. ისარს ხელიღაც გაუსვრი, მაგრამ უისრო მშვილდი, ყოველგვარ დანიშნულებას მოკლებულია.

ამიტომაც, გეუბნები, როდესაც მკ;ავს გაშლი, ნუ იფიქრებ მშვილდისრის გამართვაზე, არამედ მთელი ყურადღება ისარსა და სამიზნეზე მიმართე, რომლის დაპყრობას მშვილდისა და მშვილდის სიმის ერთმანეთთან დაახლოებით აპირებ.

სიმს მოკრძალებით შეეხე და პარტნიორობის გაწევა შესთხოვე.

 

Advertisements

About admin

Lovely, friendly, cute and intellectual:)
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

One Response to ისრის მიმართულებით – პაოლო კოელიო

  1. taggedcom1 ამბობს:

    მიყვარს კოელიოს ნაწარმოები

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s