ხელით დაჭერილი ზვიგენი და ვეფხვზე ამხედრებით გასეირნება – მანძილი ირეალური სამყაროდან რეალურამდე!


თუ მოინდომებ, ყველაფერს შეძლებ – ამ სიტყვებში ეჭვი ალბათ არც არავის ეპარება. მეც თითქოსდა დღეს აღმოვაჩინე, რომ  თურმე რეალურსა და ირეალურ სამყაროში შორის მანძილი არც მეტი არც ნაკლები მხოლოდ ერთი ნაბიჯია.  შესაბამისად ზვიგენის ხელით დაჭერა და ვეფხვით გასეირნება ისეთივე რეალურია ყველასთვის, როგორც ლისის ტბაზე ლიფსიტას ანკესით დაჭერა და მეგობრებთან ერთად გასეირნება. თანაც გაითვალისწინეთ, ამისთვის არც ოკეანის შუაგულში მოგიწევთ გასვლა და არც ჯუნგლებში ხეტიალი.

დაიბენით? საუბარი 3D  ტექნოლოგიით შესრულებულ მხატვრობაზე მაქვს.  ამ ტექნოლოგიას მართლაც შეუძლია შეუძლებელი შესაძლებლად აქციოს და თავი თავგადასავლებით სავსე კუნძულზე ამოგაყოფინოთ. ეს ტექნოლოგია განსაკუთრებით საინტერესოა სარელამო ინდუსტრიაში და საზღვარგარეთ საკმაოდ ხშირადაც ვხდებით. ჩვენთან? – პრაქტიკულად არ მიმართავენ. სულ ორი შემთხვევა მახსოვს, მასაც შთაბეჭდილება იმდენად არ მოუხდენია, რომ არც კი ვიცი რისთვის გაკეთდა, ერთ-ერთი მათგანი კი როგორც გადმოცემით ვიცი, მაგრამ  არ მინახავს, ბორჯომის რეკლამას წარმოადგენდა.

Image

Image

პარტიზანულ მარკეტინგის ეფექტურობისა და მნიშვნელობის გააზრებასთან ერთად,  ამეკვიატა აზრი, როგორ კეთდება ეს  3D   რეკლამები, ნახატია თუ დაბეჭდილი პოსტერი? არსებობს თუ არა საღებავი, რომელიც დიდხანს შენარჩუნდება ზედაპირზე? თუ იბეჭდება, რა ხარისხით? არსებობს საქართველოში ამ ტექნოლოგიის გამოყენების შანსები? რამდენი არაჩვეულებრივი იდეა შემომიდია ჩემი გონების თაროზე…

ჩემდა გასაკვირად, პასუხი თავისით მოვიდა ჩემამდე… რამდენიმე დღის წინ მხატვარი ეკა ფერაძე დამეკონტაქტა ფეისბუქზე, თავისი შემოქმედება წარმომიდგინა.  ყველამ იცის, რომ ხელოვნების მოყვარული ადამიანი ვარ, ალბათ ჩემთან დაკავშირების სტუმულიც ეს იყო, ან უბრალოდ ძალიან გამიმართლა.  ეკას შემოქმედებას ყურადღებით გადავავლე თვალი და… 3D  ტექნოლოგია… აი თურმე სად ყოფილა. ეკასთან პირადი საუბრის შემდეგ გავარკვიე, რომ ეკას შეუძლია 3D  ტექნოლოგიით ნახატის შესრულება და ის ისევე იხატება, როგორც 2D, მხოლოდ განსხვავებული ხედვა სჭირდება. ნახატის გამძლეობა დამოკიდებულია  საღებავზე და დამკვეთის საჭიროების მიხედვით, ნებისმიერი ვარიანტის შემუშავება შეიძლება, მათ შორის მუდმივი ნახატის გაკეთებაც კი თანაც ღია ცისქვეშ. ალბათ გაინტერესებთ რა დრო დასჭირდება ერთი ნახატის შესრულებას? – 1 დღიდან – 1თვემდე, გააჩნია მასშტაბურობას. თუმცა დროის შემცირება შესაძლებელია, ასისტენტების გამოყენებით თუნდაც. ღირებულება 100 დოლარიდან 1000 -მდე მერყეობს, (1000 დოლარი 2-3 მეტრის ნახატი დაგიჯდებათ), მეტიც შეიძლება, გააჩნია რისი მოხატვა გსურთ.

მოკლედ თავს არ შეგაწყენთ, და უბრალოდ გეტყვით, 3D  ტექნოლოგია უკვე საქართველოშია!  მიეცით ნიჭსა გზა ფართო, შემოვიტანოთ კრეატივი სარეკლამო ინდუსტრიაში… არ მითხრათ ახლა, ვიცოდით ისედაც, რამე ახალი გეთქვაო… თუ იცოდით, სად არის მაშინ სიახლე რეკლამაში ?:)))

შეუძლებელი არაფერია, მთავარია მონდომება. როგორც ვხედავთ, ფასებიც მომხიბვლელია, არა? ბედნიერი ვიქნები, თუ ამ პოსტის შემდეგ, რამდენიმე დღეში ან თუნდაც ერთ თვეში, საინტერესო რეკლამას ვიხილავ!

Image

Image

Image

Image

 

Advertisements

About admin

Lovely, friendly, cute and intellectual:)
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

3 Responses to ხელით დაჭერილი ზვიგენი და ვეფხვზე ამხედრებით გასეირნება – მანძილი ირეალური სამყაროდან რეალურამდე!

  1. MrsMarch ამბობს:

    მომწონს… სახლში მინდა კედელზე 3დ ზღვა :პ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s