ჰარი პოტერის გალაშქრება ინტერნეტ სივრცეში – Spread the Word


ვირუსული მარკეტინგის წარმატების ფორმულა 

სოციალური მედია თანამედროვე მარკეტინგული კომუნიკაციის, ასევე პიარის  განუყოფელ ნაწილად იქცა.  რეალურად ჩახლართულმა, ობობას ქსელივით დაქსასულმა ქსელმა მიზნობრივი აუდიტორია როგორც არასდროს ისე დაახლოვა ინფორმაციის მიმწოდებელთან, უფრო მეტიც მათ შორის არა ცალმხრივი, ორმხრივი კომუნიკაცია უზრუნველყო.  მისი დახმარებით შესაძლებელია თანამოაზრეთა ჯგუფის მობილიზება, გარკვეული იდეის გარშემო შემოკრება, ღონისძიების გამართვა თუ მარტივად ინფორმაციის გავრცელება… მრავალფუნქციური ქსელის განხილვისას, ჩემი ყურადღება კულტურის დარგში სოციალური მედიის გამოყენების საერთაშორისო პრაქტიკამ მიიზიდა. როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ჩვენთვის ნაცნობი სივრცე საყვარელი პერსონაჟის წინ წამოსაწევად ან თუნდაც ახალი სერიის გამოშვები შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად?

თანამედროვე მარკეტინგსა და საზოგადოების ურთიერთობის სფეროში ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად ჰარი პოტერი განიხილება. წარმოიდგინეთ ჰარი პოტერის ფანების აღტკინება, როდესაც მათი საყვარელი ლიტერატურული გმირის სახელობის გასართობი პარკის გახსნის შესახებ გაიგებდნენ, მაგრამ მთავარი პრობლემა როგორ გავაგებინოთ მათ? ნუ ახლა წესით, მრავალმილიონიანი პროექტის შემსრულებლებს, რამდენიმე მილიონიანი ღონისძიების მოწყობა და საზეიმოდ გახსნა უამრავი პრესრელიზებით და სელებრითებით და დამაანონსნებელი რეკლამებით. თუმცა….

ნათქვამია, თუ მუჰამედი არ მიდის მთასთან, მაშინ მთა მივა მუჰამედთან-ო… სინდი გორონმაც, UNIVERSAL ORLANDO RESORT – ახალი მედიისა და კომუნიკაციის ვიცე პრეზიდენტმა სწორედ ესპრინციპი გამოიყენა, და ჰარი პოტერის სახელობის უზარმაზარი პარკის მშენებლობისა და  გახსნის შესახებ, მხოლოდამხოლოდ 7 გულშემატკივარს, თავგამოდებულ ფანს შეატყობინა. შვიდმა ათასობით თანამოაზრეებში ელვის სისწრაფით გაავრცელა და ასე ახმაურებულმა ფანებმა ბოლოს ხმა მედიასაც მიაწვდინეს.

რასაკვირველია მოყოლა მარტივია, აი განხორციელება კი რთული. ჩემს მიერ მონათხრობი კამპანიის წარმატება სწორად შერჩეულ ინფორმაციის გამავრცელებლეზე იყო დამოკიდებული. ისინი გორდონმა საგულდაგულოდ შეარჩია, თავისთან მიიწვია და ჯერ კიდევ გასაიდუმლოებული საპრეზენტაციო ვებ-გვერდი წარმოუდგინა.  ისინი ჰარი პოტერის ფორუმის ტიპის ვებ-გვერდის http://www.mugglenet.com აქტიური მონაწილეები იყვნენ.

საინტერესოა გორდონის მიდგომა ერთგული მომხმარებლის მიმართ, ეს ქალბატონი სწორად აღნიშნავს, ჩვენს ფანებს გაზეთებიდან რომ შეეტყოთ ჩვენი გრანდიოზული გეგმების შესახებ, გულნატკენებიც კი დარჩებოდნენო. და არც შემცდარა.

მოკლედ, ჰარი პოტერის გულშემატკივრებს შორის დიდი ფაციფუცი ატყდა, ყველანი მოუსვენრად ელოდნენ, როდის იხილავდა მზის შუქს საოცარი ეფექტების ვებ-გვერდი, რომელიც პარკის იმიტაცია იყო, და თავად პარკი. ძალიან მალე, კომპანიისგან მიირეს შეტყობინება, რომ პარკის ნახვამდე, შეეძლოთ ვირტუალურად ემოგზაურათ და დამტკბარიყვნენ მოსალოდნელი შეგრძნებებით.

http://www.universalorlando.com/harrypotter/

საიტი სრულყოფილად ასახავდა პარკის ვიზუალურ სახეს, ატრაქციონებს, კონკრეტულ უბნებს, მაღაზიების განლაგებას… აბსოლიტურად უზრუნველყოფდა ვირტუალურ მოგზაურობას.

ჰარო პოტერის პარკის შესახებ ისეთი ხმაური ატყდა, იმდენად დიდი მოლოდინი შეიქმნა, რომ გახსნისთვის საჭირო სარეკლამო კამპანიის წარმოებისთვის, კომპანიის მენეჯმენტს დიდი ძალისხმევა არ დასჭირვებია. მათ არც პრეზენტაციების გამართვა, კონფერენციების მოწყობა და მსგავსი სახის სტანდარტული ღონისძიებისთვის მიუმართავთ, რეალურად ამის საჭიროება არც იყო, შესაბამისად მნიშვნელოვანი ბიუჯეტი დაზოგეს. თუმცა დამატებით ჩართეს ბლოგერები და სოციალურ მედიაში აქტიური ადამიანები. მათთვის შექმნეს სივრცე, ვირტუალური საიტისა და ფორუმის სახით.

თავისთავად გაქრა მითი, რომ ეფექტური მასშტაბიანი სარეკლამო კამპანიისთვის აუცილებლად დიდი ბიუჯეტია საჭირო, სწორი გათვლებისა და მიზნობრივი აუდიტორიასთან მჭირდო კონტაქტის საფუძველზე, მინიმალური დანახარჯებით იმაზე მეტსაც მიიღებთ, ვიდრე მრავალმილიონიანი ბიუჯეტით შესძლებდით. რ თქმა უნდა, კამპანიის წარმატება თვითონ ბრენდის, ჰარი პოტერის იმიჯმა და მაღალმა ცნობადობამაც განაპირობა.  იცით, შვიდმა ადამიანმა საბოლოო ჯამში რამდენს მიაწვდინა ხმა? დაიჯერებთ? 350 000 000-ს. დიახ, ასეა!

ეს ქეისი ჩემს ერთ-ერთი საყვარელ და თვალსაჩინო მაგალითია სოციალური მედიისა და ინტერნეტ მარკეტინგის განუსაზრვრელი შესაძლებლობებისა. უფრო მეტიც, სწორი გათვლებითა და შეფასებებით სხვადასხვა მიზნის მიღწევა შეიძლება, მათ შორის კულტურული ღონისძიების მხარდაჭერა, გარკვეული იდეის წინ წამოწევა, საზოგადოების ჩართვა, შეხედულებების გაზიარება, პოპულრიზაცია.

დასასრულს თავად სინდი გორდონის სიტყვებს შემოგთავაზებთ:

„ინტერნეტმა კომპანიებს, ბრენდებს, აქამდე წარმოუდგენელი შესაძლებლობები მისცა, ახალმა მედიამ მარკეტინგული კომუნიკაციის ძველი წესები წარსულს ჩააბარა. როდესაც ბრენდს მხარდაჭერას აქტიური ფანები უცხადებენ, ინტერნეტი საუკეთესო საშუალებაა ინფორმაციის გასავრცელებლად და გასავირუსებლად. ამიტომაც გულშემატკივართა მცირე ჯგუფთან კომუნიკაცია მათთვის მნიშვნელოვან  საკითხთან დაკავშირებით დიდი ეფექტის მომცემი შეიძლება იყოს.  უბრალოდ გახსოვდეთ, რომ იუნტერნეტს წარმოუდგენლად სწრაფად შეუძლია კომუნიკაციის დამყარება და გულშემატკივართა მობილიზება, რომლებიც მზად არიან სიყვარულში გამოგიტყდნენ, თუმცა ასევე სწრაფადვე შეუძლია, არასწორი ქმედებით, დიდი ძალისხმევის შედეგად  დამსახურებული პატივისცემის საპირისპირო გრძნობით შეცვლა.  ეს ორმხრივად ალესილ ხმალს ჰგავს. ამიტომ მუდმივად ყური გეჭიროთ, თუ რას საუბრობენ თქვენზე. სოციალური მედია ბრენდს ცნობადს როდი გახდის, გახსოვდეთ მომხმარებლები მხოლოდ ღირსეულ ბრენდზე საუბრობენ… მგრამ ნუ დაივიწყებთ, იყავით ყოველთვის განსხვავებულები, და წარმოადგინეთ თქვენი ბრენდის სახე.  როდესაც ამ ყველაფერს შექმნით, ინტერნეტი თქვენს ბრენდის წარმატებას მოუტანს.  ტრადიციულ მედიას კვირეები სჭირდება ბრენდის ცნობადობის გაზრდისთვის, დაწინაურებისთვის კი თვეები. ინტერნეტი ი ყოველივე ამას 24 საათში მოგიტანთ“.

თუმცა გახსოვდეთ, მანამდე ბრენდი უნდა შექმნათ, წინააღმდეგ შემთხვევაში წარუმატებლობას ინტერნეტს ნუ დააბრალებთ.

Advertisements

About admin

Lovely, friendly, cute and intellectual:)
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s