პაოლო კოელიო- ისრის მიმართულებით

გაგრძელება…

მდებარეობის შერჩევა (პოზირება)

მას შემდეგ, რაც მშვილდისრის ბუნებას გაიზრებ და დაეუფლები , დროა საკუთარ თავში ეძებო ის სულიერი სიმშვიდე და შნო, რომელიც აუცილებელია სროლის შესწავლისთვის.

სულიერი სიმშვიდე ყოველთვის გულიდან მოედინება, რომელსაც პერიოდულად  შფოთი და მოუსვენრობა ეუფლება. მიუხედავად ამისა, ნუ აჰყვები გულის დაბუდებულ შიშს და  გახსოვდეს, რომ მდებარეობის სწორად შერჩევა შენი წარმატების გარანტი იქნება. Continue reading

Posted in Uncategorized | დატოვე კომენტარი

ისრის მიმართულებით -პაოლო კოელიო (გაგრძელება)

სამიზნე – თავი 4

სამიზნე – ეს შენი მიზანი, რომლის მირწევასაც მიესწრაფვი.

იგი მეისრეს მიერ შეირჩა  და რას არ უნდა გრძელი გზა აშორებდეს მიზანს, მისი დადანაშაულება დაუშვებელია თუ კი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდება. სწორედ ამაში იმალება ისრის მიმართულების მთელი მშვენიერება. ვერასოდეს გაიმართლებ თავს, მხოლოდ იმის მტკიცებით, რომ ოპონენტი შენზე ძლიერი იყო. ნუ დაგავიწყდება, მიზანი შენვე შეარჩიე და ახლა მასთან გამკლავება, მხოლოდ შენი პასუხისმგებლობაა. Continue reading

Posted in Uncategorized | დატოვე კომენტარი

პაოლო კოელიო – ისრის მიმართულებით (გაგრძელება)

ისარი – თავი 3

ისარი – ეს შენი გულისთქმაა.

სწორედ იგი მიიზიდავს მშვილდის ძალას სამიზნის ცენტრთან.

გულისთქმა კრისტალივით სისუფთავეს, სწორ მიმართულებას და ბალანსირებას მოითხოვს. ისარს ვერასოდეს დააბრუნებ უკან, თუკი უკვე გაისროლე. ამიტომ უმჯობესია სროლა შეწყვიტო, თუ მისი გამომწვევი მოქმედება ზედმიწევნით გათვლილი და სწორი არ არის თუნდაც იმისთვის, რომ მშვილდი მომართული გქონდა, ხოლო სამიზნე კი გელოდებოდა.

მაგრამ არასოდეს დაიხიო უკან,  თუკი შენი ქმედება შიშის ფაქტორით არის გამოწვეული,  დაყოვნებით, რომელიც შეცდომის დაშვებას უფრთის.  თუ სწორად იმოქმედე და ეინასწარ გათვალე, თავისუფლად გაშალე ხელი და გაანტავისუფლე ისარი ტვყეობიდან. და თუ ისარს მიზანში მაინც ვერ მოარტყავ, ნუ შეფიქრიანდები, იმას მაინც ისწავლი, თუ რაზე  უნდა იმუშავო და  გააუმჯობესო შემდეგი სროლისთვის.

თუ რისკს არასოდეს აიღებმ ვერც ვერასოდეს ისწავლი, რა ცვლილებების განხორციელება გჭირდება მიზანში ამოღებისთვის. Continue reading

Posted in Uncategorized | %(count)s კომენტარი

პაოლო კოელიო– ისრის მიმართულებით

მშვილდი – თავი 2

მშვილდი იგივე ცხოვრებაა: ყოველი ენერგიის წყარო.

ისარი ერთ დღესაც დატოვებს სამყოფელს.

მიზნამდე გრძელი გზა გაშორებს.

მაგრამ მშვილდი ყოველთვის შენთან არის და უნდა იცოდე, როგორ გაუფრთხილდე.

პერიოდულად უმოქმედობას მოითხოვს- მშვილდი, რომელიც მუდმივად შემართულია და დაჭიმული – ძალას კარგავს. ამიტომაც, დაასვენე ხოლმე, აღადგინე მისი სიმტკიცე, მხოლოდ ამის შემდეგ, როდესაც მშვილდის სიმს მოქაჩავს, გაძლიერებული და შინაარსით სავსე მშვილდიც სრული სიძლიერით მიიტანს შეტევას სამიზნეზე. Continue reading

Posted in Uncategorized | დატოვე კომენტარი

პაოლო კოელიო- ისრის მიმართულებით

მცირე წინასიტყვაობა…
დიდი ხანია იდეაში მქონდა, ამ ნაწარმოების თარგმნა დამეწყო. ინგლისურად მისი სათაური ”The way of the bow” , და არც შემვცდარვარ, საოცრდა მარტივად გადმოცემულმა უზარმაზარმა არსმა შემძრა და დამიპყრო. მტელი ჩემი ცხოვრება თავდაყირა დამიყენა და საშუალება მომეცა შემეფასებინა. სიმართლე ითქვას, პირველად ჩემს ცხოვრებაში საკუთარი თავის მიმართ სიამაყით და პატივისცემით აღვივსე, ( აქამდე და საერთოდ ძალიან თვითკრიტიკული ვარ, ყოველთვის უკმაყოფილო), რადგან მე ის ვარ, ვისაც რისკის არ ეშინია, ყოველთვის სიახლეებისკენ მიისწრაფვის და არასოდეს შეუძლია გულხელდაკრეფილი დაელოდოს მოვლენებს, რათა მერე განსაზღვროს ცხოვრების გზა, მე ჩემსცხოვრებას დუელში ვიწვევ. თუ თქვენც ასეთი თვისებით გამორჩევით, მაშინ ეს წიგნი ისევე მოესალბუნება თქვენს სულს, როგორც ჩემსას. მე ახლაც დუელში ვიწვევ საკუთარ თავს და ვცდი, მხოლოდ თქვენ გთხოვთ, რომ შემიფასოთ… მხატვრულ ნაწარმოებს პირველად ვთარგმნი… კრიტიკას ნუ დაიშურებთ. იმდენად ძლიერია წიგნით მიღებული ემოცია, რომ რედაქტირება არ გამიკეთებია, ამიტომ გრამატიკული შეცდომებისთვის ნუ განმკიცხავ, თუმცა რჩევებს აუცილებლად გავითვალისწინებ. მოკლედ ახლა პირველ ნაწილს გთავაზობთ, ამიერიდან თითო თავს ყოველ დღე დავდებ… წინასწარ გმადლობთ…


”ისრის მიმართულებით” – თავი 1

” ღვაწლის გარეშე დარჩენილი მლოცველი უმშვილდო ისარს ემსგავსება, ხოლო ნაღვაწი -მომლოცველის გარეშე- ეს უკვე უისრო მშვილდია”.

ელა ვილერ ვილკოქსი

–         ტესნია!

ბიჭუნა უცნობს დაჟინებით დააცქერდა. Continue reading

Posted in Uncategorized | 6 Comments

ცხოვრების საიდუმლო

მცირე შესავალი…

ეს პატარა ნოველა, წიგნის ხათრით შეძენილ თბილისელებში (იქნება და წაიკითხონ და იზრუნონ ხარისხის დახვეწაზე!!!) აღმოვაჩინე. ძალიან მომეწონა და გადავწყვიტე, გამეზიარებინა ჩემი ბლოგის მკითხველთათვის, თუკი საერთოდ ვინმე კითხულობს, რომა რამე ახალ პოსტს დავდებ, თუნდაც მაინც… 🙂

… ძალიან დიდი ხნის წინათმ უხსოვარ დროს, ღმერთმა ანგელოზებს ჰკითხა, სად დაემალათ ცხოვრების საიდუმლო, ერთ–ერთმა ანგელოზმა შესთავაზა, ზღვის ფსკერზე შეენახათ იგი. უფალმა კი თქვა:– ეს ძალიან უბრალო სამალავი იქნება. მოვა დრო, როდესაც ადამიანები ყველაზე ღრმა ოკეანის ფსკერზე დაეშვებიან და მთელ ზღვებს გადაცურავენ.

მაშინ ანგელოზებმა უთხრეს, დედამიწის გულში დაემალათ იგი.

–არც ეს იქნება საიმედო ადგილი. ერთხელაც ისინი მთელ სამყაროს მოივლიან, დედამიწას გადათხირიან და უთუოდ იპოვიან მას,– თქვა ღმერთმა.

ცოტა დუმილის შემდეგ, ანგელოზებმა მოიფიქრეს, ყველაზე მაღალი მთის მწვერვალზე დაემალათ ძვირფასი განძი. მაგრამ უფალი კვლავ უარზე იდგა:

–მოვა დრო და ისინი მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალებს დაიპყრობენ.

თუ ცხოვრების საიდუმლოს სენახვა არც ზღვაში, არც მიწაში და არც მთაზე არ შეიძლებოდა, მაშინ სად უნდა დაემალათ იგი? იქნებ ვარსკვლავზე?

კვლავ სიჩუმე ჩამოწვა, ბოლოს უფალმა განაცხადა:

–ადამიანები უფრო ადრე მოივლიან სამყაროს ოთხივე მხარეს, ცავლენ ყველაზე ღრმა ოკეანის ფსკერზე, დაიპყრობენ მწვერვალებს, მიაღწევენ ვარსკლავებამდე, ვიდრე შეიცნობენ საკუთარ თავს. ამიტომ უმჯობესია, ცხოვრების საიდუმლო თავად მათში იყოს დამალული….

…. მრავლის მთქმელია არა?

Posted in Uncategorized | დატოვე კომენტარი

აღმზრდელობითი საკითხები ”ქართულ გენეტიკაში” ანუ ნუ შეზღუდავთ შვილების პიროვნულ თავისუფლებას

მართალია მიმდინარე პოსტს, ერთგავრად ღრმა ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური სათაური მივეცი, მაგრამ სულაც არ ვაპირებ, ფილოსოფიის მით უფრო ფსიქოლოგიის თეორიას შევეხო, უბრალოდ მინდა საკუთარი დაკვირვება და გამოცდილება გაგიზიაროთ, ქართული დედა-შვილობის, ქართული ოჯახის შესახებ. მე არც ქართული ტრადიციების წინააღმდეგი და არც ოჯახურ კულტს ვგმობ, მაგრამ ერთი რამე ჩემთვის ცხადია, რაღაცეები გადავამლაშეთ კიდეც, მოდით რა, ვაღიაროთ ჩვენი ადრინდელი ტრადიციები, რომლებმაც საუბედუროდ, კომუნისტების დროიდან მოყოლებული თუ მანამდე, არ ვიცი როდიდან, დეგრადაცია განიცადა (ქართული სუფრის მაგალითი ამის რეალური ხატია, როცა ადრე საამაყოდ და ხელოვნებად ქცეული ქართული სუფრა, დღეს ღრეობიტა და მთვრალი მამაკაცების ერთმანეთისადმი უსაზღვრო სიყვარულის მტკიცებით სრულდება)  თანამედროვეობას ვერ უძლებს და გადახედვას საჭიროებს. აქვე დავსძენ, რომ ამ პოსტის დაწერისკენ, sweet -ის ბოლო პოსტმა შთამაგონა.

ჩემი ისტორია შეიძლებოდა კიდეც ასე დამეწყო, იყო და არა იყო რა, იყო ერთი პრინცესა და ა.შ, რომელიც თავის პრინცს ელოდა სულმოუთქმელად? აი ეგ უკვე ჩემთან ძალიან, ძალიან კი არადა აბსოლიტურად ზედმეტია. არ ვიცი, რატომ, როგორ და ასე შემდეგ, მაგრამ ფაქტია, რომ ბიჭებთან გაცილებით მიმარტივდებოდა და ახლაც ასე ვარ, ურთიერთობა და მეგობრობა, ვიდრე გოგონებთან. ალბათ იმიტომ, რომ უფროსი ძმა მყავს და თოჯინებით თამაშის ნაცვლად, კარებში პადაჩის ჩაწვდენით გავიზარდე.

აი ჩემი მშობლებისთვის პრინცესა ნამდვილად ვიყავი, ეს იმ გაგებით, რომ ოღონდ ცივი ნიავი არ მომკარებოდა, და მზად იყვნენ ყველა პრობლემა თვითონ გადაეჭრათ. რაღა წარსულში ვლაპარაკობ? – განა ახლა არა? ჩემი შვილებისთვის დედაჩემი პირველი საყრდნენია, მიუხედავად ჩემი დიდი მცდელობისა, რომ აღზრდაში დედა არ ჩავრიო, არ გამოდის. არ ჩავრიო რა განა იმიტომ, რომ რამე პრობლემაა, არა უბრალოდ არ მინდა ჩემი გასაკეთებელი დედას ვაკეთებინო, მერე რა რომ მას ეს სურს. ნუ ეგ თემა კიდევ შორს და სხვა მიმართულებით წაგვიყვანს. ამიტომ განვაგრძობ…

საბედნიეროდ, არასოდეს მქონია პრობლემა აქ ნუ წახვალ და იქ არ გაგიშვებთო. ეს ალბათ იმის დამსახურებაც იყო, რომ კარგი კლასი მყავა, ერთი დიდი ოჯახივით იცნობდნენ მშობლები ერთმანეთს და იცოდნენ, სად, როგორ და ვისთან ვიყავით. მაშინ გასართობი არც არაფერი იყო და ძირითადად რომელიმე ჩვენთაგანის სახლში ვიკრიბებოდით, ვურახუნებდით გიტარას, პიანინოს და ასე შემდეგ.

არც ჩემი პროფესიის შერჩევისას ჩარეულან, იყო მცდელობა არ დავმალავ, მაგრამ ვიძალადე, უფრო სწორედ ჩემი აზრი მკაცრად დავაფიქსირე და სახელმწიფო მოხელის სპეციალობაზე ამოვყავი თავი.  მაგრამ მაინც, ყველა პრობლემა ჩემთვის გვარდებოდა ჩემი მშობლების, განსაკუთრებით დედა აქტიურობდა, მიერ. აქვე დავსძენ, რომ დედა ჩემი ბავშვობიდან მოყოლებული იყო და რჩებოდა ჩემთვის განსაკუთრებულ ავტორიტეტად და ამავდროულად საუკეთესო მეგობრად.

და მაინც, გავიდა წლები და 21 წლის ასაკში მომიწია აღიარებამ და დედას ვუთხარი: ” მართალი გამზარდე, მაგრამ პიროვნებად ჩამოვყალიბდი ბოლო 8 თვის განმავლობაში, და არა შენს მიერ, არამედ დამოუკიდებელი ცხოვრების წყალობით, რომელიც ისევ დედის აქტიურობით გავიარე”.

მთელი ბავშვობა ვოცნებობდი ამერიკაში წასვლაზე, საცხოვრებლად არა, უბრალოდ ენის დასახვეწად და სასწავლებლად. პირველად სტუდენტური, 4 თვიანი პროგრამით წავედი (დედამ გამოქექა), ზაფხულის განმავლობაში ატრაქციონებზე უნდა გვემუშავა, რეალურად გვეკატავა და სტუმრებთან ანუ ვიზიტორებთან მისალმებაში ფულს გვიხდიდნენ. მაგრამ ეს იყო პირველი ჩემი გასვლა სახლიდან მარტოდმარტო და თანაც სერიოზული მისიით. დამოუკიდებელი ცხოვრება ვიწვნიე. მახსოვს როგორ მეშინოდა ხალხთან ურთიერთობა პირველი ერთი თვე და რა შიშით შევდიოდი ბანკში, ჩეკის ასაღებად. მაგრამ ნელნელა პატარა განებივრებული ბავშვი გაიზარდა და ისწავლა რაღაცეები. ისე ბედი არ გინდა? იქც ვიპოვე ამერიკელი დედა, რომელიც სამსახურში მანებივრებდა. 🙂 მეორეჯერ ამავე პროგრამაში უკვე საკუთარი ნებით მივირე მონაწილეობა, მივიღე კი არადა, ისეთ მოთხოვნილებად მექცა, საკუთარი შრომით და უნარით მიმეღწია მიზნისთვის, რომ ვერც კი წარმომიდგენია სხვანაირად როგორ. მოკლედ შევიძინე ცხოვრებაში ყველაზე მნისვნელოვანი, ბრძოლის უნარიანობა, თუმცა შიგადაშიგ ძველებური განწყობა შემომივლის ხოლმე, და დღესაც ზოგიერთ მიზანს, შიშით ვუყურებ, გამომივა კი?

ეს უბრალოდ ერთი ეპიზოდია ჩემი ცხოვრების, მაგრამ ყველაზე ღირებული.  დღეს უკვე, როცა მე თავად დედა ვარ, ვითვალისწინებ ჩემს გამოცდილებას და აქედანვე ვცდილობ, მივცე ბავშვებს საკუთარი პიროვნული მე-ს შეგრძნება. არასოდეს ხდება, რომ მან ეს უნდა გააკეთოს, მას თუ სურვილი აქვს, გააკეთოს, თუ არადა მის მაგივრად მე არ ვაკეთებ, შედეგებზე პასუხს აგებს თავად. ჩვენ დღეს მეგობრები ვართ, ერთად ვმსჯელობთ, გადაწყვეტილებას კი მხოლოდ ბავშვები იღებენ. და მიხარია, რომ ჩემი შვილების თაობაში, მე გამონაკლისი არ ვარ, უმრავლესობა ცდილობს რომ აქედანვე მისცემს ბავშვს პიროვნული მე-ს აღქმა.

შვილები ჩვენ არ გვეკუთვნის, ჩვენ თუ შვილებს ვაჩენთ და ვზრდით, ეს იმიტომ რომ ასე გვინდა, გვსიამოვნებს, მაგრამ არანაირად არ მიმაჩნია, რომ შვილი ამის გამო მე უნდა მემსახუროს და დამემორჩილოს, მე მისგან პიროვნება მინდა აღვზარდო, და არა ჩემზე დამოკიდებული ადამიანი, რომელიც ჩემზე იქნება მოწებებული. ამას ჯობია, ძაღლი ან რომელიმე შინაური ცხოველი გაზარდოთ. ამიტომ მიეცით შვილებს თავისუფლება, ისინი ამით გაცილებით მეტს სწავლობენ და ვითარდებიან. და თუ თქვენ ოჯახური კულტურა ძლიერი გაქვთ, ასწავლით კარგის და ცუდის გარჩევას, ნუ შეგეშინდებათ, რომ ცუდ რამეს ჩაიდენს. განსაცდელისგან კი არავინ არ ვართ დაზღვეულები, გინდა შორს იყოს, და გინდა ახლოს.

ხო, კიდევ ერთი, საქართველოში რატომღაც, გოგოს უფრო ზღუდავენ ვიდრე ბიჭს, არ ვიცი რატომ? ვითომ გოგო უფრო დაუცველია? ამ მოსაზრებას ვაბათილებ. ფემინისტი არ ვარ, და ძლიერთა სქესის უპირატესობას გარკვეულ საკითხებში ვეთანხმები, თუნდაც ოჯახში საყრდენი მამაკაცი უნდა იყოს, თუმცა გენდერული თანასწორობა აუცილებელია, გოგოც ისევე ყალიბდება პიროვნებად, როგორც ბიჭი. რაც მეტად შევზღუდავთ, მით მეტად დაუცველელბი იქენბიან განსაცდელისა და დაბრკოლების წინაშე. ამიტომ, მე ვირჩევ თავისუფლებას!!! და ნუ მოაკლებთ შვილებს სიყვარულს, ზედმეტი მზრუნველობა კი სიყვარულს სულაც არ ნიშნავს!

Posted in Uncategorized | 2 Comments