ისრის მიმართულებით -პაოლო კოელიო (გაგრძელება)


სამიზნე – თავი 4

სამიზნე – ეს შენი მიზანი, რომლის მირწევასაც მიესწრაფვი.

იგი მეისრეს მიერ შეირჩა  და რას არ უნდა გრძელი გზა აშორებდეს მიზანს, მისი დადანაშაულება დაუშვებელია თუ კი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდება. სწორედ ამაში იმალება ისრის მიმართულების მთელი მშვენიერება. ვერასოდეს გაიმართლებ თავს, მხოლოდ იმის მტკიცებით, რომ ოპონენტი შენზე ძლიერი იყო. ნუ დაგავიწყდება, მიზანი შენვე შეარჩიე და ახლა მასთან გამკლავება, მხოლოდ შენი პასუხისმგებლობაა.

სამიზნე შეიძება იყოს დიდი ან მცირე, იდგეს მარჯვნივ ან მარცხნივ, ამის მიუხედავად შენი მოვალეობა მისი სწორად შეფასება და გააზრებაა. მხოლოდ ამის შემდეგ დაუმიზნე ისარს და მშვილდის სიმზე ხელის გაშვებით გზა გაუნთავისუფლე.

გახსოვდეს, მიზანი შენი მტერი არაა და თუ მას ამ თვალით შეხედავ, ეს იმას ნიშნავს, რომ მიუხედავად შენი გამარჯვებისა, სულიერ ზრდასა და განვითარებას ვერ შეიგრძნობ. შესაბამისად, მთელი შენი ცხოვრება ქაღალდის ან ხის ნაგლეჯისგან გამოკვეთილი სამიზნის ცენტრში ისრის სტრყორცნას დაეთმობა.   ასე ცხოვრების არსს ვერ შეიგრძნობ, პირიქით მეგობრებთან ცხოვრების უაზრობაზე დაიწყებ წუწუნს.

სწორად შეარჩიე სამიზნე, გამოიყენე ყველა შენი შესაძლებლობა უკანასკნელ ”წვეთამდე”, რათა ღირსეული გამარჯვება მოიპოვო, და ამავდროულად პატივი ეცი დადააფასე ის ძალისხმევა, რომელიც მიზნის დასაპყრობად გჭირდება.

სამიზნის პირისპირ დგომისას, მთელი ყურადღება არა მხოლოდ სამიზნის ცენტრზე, არამედ გარემო პირობებზე მიმართე, ვინაიდან, მას შემდეგ რაც მშვილდს ხელ გამოჰკრავ, ისარს მოუწევს ისეთ წინაღობებთან გამკლავება, როგორიცაა ჰაერის წონა, ქარი, მასშტაბი. მათი გაუთვალისწინება კი დაგამარცხებს.

შეისწავლე შენი სამიზნე. თავს დაეკითხე:” მე რომ ახლა სამიზნე ვიყო, როგორი ვიქნებოდი, სად ვიდგებოდი? ან რას შევიგრძნობდი, თუკი გულმკერდს ისრის ისეთი სტრყორცნით გამიპობდნენ, რომელიც აღიარებას და პატივს მოჰგვრიდა მეისრეს?”

გახსოვდეს, არ არსებობს სამიზნე მეისრის გარეშე და პირიქით. სამიზნის არსებობას, მეისრის სურვილი განსაზღვრავს,  წადილი დაუმიზნოს, სტრყორცნოს ისარი და ეწიოს საწადელს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამაოა მისი არსებობა და ეს უკანასკნელი, მხოლოდ ქაღალდის ან ხის ნაგლეჯის შუაგულში მოქცეულ ცენტრალურ წერტილად თუ აღიქმება.

ისევე როგორც ისარი, სამიზნეც ისრის მოლოდინშია. მხოლოდ ასე შეიძლება მის არსებობას არსი და დანიშნულება ჰქონდეს, მხოლოდ ასეა იგი მნიშვნელობის მქონე ქაღალდისა თუ ხის ნაგლეჯი, და იმდენად მნიშვნელოვანი, რომ მესირისათვის იგი სამყაროს ცენტრთან, შუაგულთან  ასოცირდება.

 

About admin

Lovely, friendly, cute and intellectual:)
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

დატოვე კომენტარი